ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები


თაგინურზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.

06 აგვისტო 2026

თაგინურზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
თაგინურზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, შუახევის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, მერი ომარ ტაკიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება. მოეწყო საბავშვო აქტივობები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები და სადღესასწაულო დეკორაციები.
ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდი „იბერია“.
საკონცერტო პროგრამის პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები კოლტის ტყორცნაში, ფრენბურთში, ბაგირის გადაწევასა და მკლავჭიდში.
„შუამთობა“ უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომლის ძირითადი გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება და მთის პოპულარიზაცია.