შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 ნოემბრის ბიუროს სხდომის დღის წესრიგი
1. შუახევის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ.
მომხსენებელი: ედნარ კეჟერაძე
საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 აპრილს Nგ-101. 101261141 განკარგულებაში „შუახევის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: დავით დავითაძე
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და
არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
3. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნაღვარევში მდებარე ყოფილი ადმინისტრაციული შენობის საწყისი საპრივატიზებო საფასურის 20%-ით შემცირების შესახებ (ს/კ 24.09.04.205).
მომხსენებელი: დავით დავითაძე
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და
არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
4. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭალაში მდებარე ყოფილი ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 24.07.32.666) საპრივატიზებო საფასურის 20%-ით შემცირების საკითხის განხილვის შესახებ.
მომხსენებელი: დავით დავითაძე
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და
არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
5. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული UAZ-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომერი: GO 367 OG) საწყისი საპრივატიზებო საფასურის 20%-ით შემცირებისა და განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე გატანის შესახებ.
მომხსენებელი: დავით დავითაძე
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და
არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
6. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული PEUGEOT-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომერი: HB 977 HB) საწყისი საპრივატიზებო საფასურის 20%-ით შემცირებისა და განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე გატანის შესახებ.
მომხსენებელი: დავით დავითაძე
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და
არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
7. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ოქტომბრის №გ-101.101263031 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ახალდაბაში, მე-2 ქუჩა №38-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №24.07.36.853) საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
მომხსენებელი: ნატო დარჩიძე
საკრებულოს აპარატის უფროსი.
8. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ოქტომბრის №გ-101.101263032 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობის ამავე საჯარო სკოლისთვის უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, საჯარო სკოლის ფუნქციონირების ვადით გადაცემის მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: ნატო დარჩიძე
საკრებულოს აპარატის უფროსი.