ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები


დაბაში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურული სამუშაოები

16 ნოემბერი 2026

დაბაში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურული სამუშაოები
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე დაბაში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და მიზნად ისახავს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
დასრულდა სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ასევე გაფართოვდა საავტომობილო გზა. ფერდსამაგრი კედლები მოეწყო დაბის სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც საცხოვრებელი სახლებისა და საავტომობილო გზების მეწყრული პროცესებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს დაბაში მდებარე ლოჯისტიკური ცენტრის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალური სერვისების ცენტრი განთავსდება. განახლებული სივრცე მუნიციპალური სერვისების სფეროში დასაქმებული თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
დაბაში ასევე გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს შენობების გარე ფასადების, სადარბაზოების კიბეების, მოაჯირების, ფანჯრებისა და კედლების შეკეთება-შეღებვას, ასევე სახურავების სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები დასრულებულია რუსთაველის ქუჩა №34-სა და თამარ მეფის ქუჩა №14-ში. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის მესამე შესახვევში, ასევე თამარ მეფის ქუჩის №9-სა და №12-ში.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები