ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები

შუახევის მუნიციპალიტეტი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას - „ვარდისფერ ოქტომბერს“ შეუერთდა.

17 ნოემბერი 2026

მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისა და დროული დიაგნოსტიკის შესახებ. სწორედ ამ მიზნით, შუახევში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას.
მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ,, ვარდისფერი ოქტომბერის" მნიშვნელობასა და რეგიონის მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩვენი მიზანია, თითოეულ ქალს ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია და მეტი შესაძლებლობა, დროულად იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
კამპანია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.