ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

24 ნოემბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

შუახევის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ედნარ კეჟერაძე უძღვებოდა.
  
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ წარუდგინა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შუახევის მომავალი წლის ბიუჯეტი 36 240 000 ლარს შეადგენს, რაც 2027 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 1 960 000 ლარით მეტია.

მომავალი წლის ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული და მუნიციპალიტეტის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს. პრიორიტეტი მიენიჭება სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდას, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

გათვალისწინებულია ასევე კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვისა და მუნიციპალური სერვისების განვითარება.

ბიუჯეტის პროექტი დარგობრივ კომისიებსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში განხილვის შემდეგ, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მერს დაუბრუნდება. შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარედგინება და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დამტკიცდება.

საჯარო განხილვას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მედიისა და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.