შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საშობაო ლიტურგიას ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში დაესწრო.
საზეიმო ღვთისმსახურება სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საშობაო წირვას ასევე ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.