კურორტ გომარდულში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა სათხილამურო სპორტში (სლალომი), რომელშიც გომარდულის, ბარათაულის, მაწყვალთისა და ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტურნირი გოგონებსა და ვაჟებს შორის ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა, სადაც 40-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
გამარჯვებულებს სიგელები, თასი და მედლები შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ტურნირი შუახევის მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.