შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდული ღონისძიებები და ტურიზმის განვითარების კონცეფცია.
ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილა გუნდურ მუშაობასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე, ასევე მოსახლეობის საჭიროების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე.
თათბირს ესწრებოდნენ მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე.