ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები

21 იანვარი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები

შუახევის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა ახორციელებს.

ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი ყველა გზა გაწმენდილია. გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელ ახალდაბაში, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების უფროსთან რომან დუმბაძესთან ერთად დაათვალიერა.