ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მერიის სიახლეები


მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში

23 იანვარი 2026

მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან მირიან აბაშიძესთან და გიორგი კეკელიძესთან ერთად განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და 2026 წელს განსახორციელებელ აქტივობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

2026 წლის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ბიუჯეტი 545 000 ლარით განისაზღვრა.

ომარ ტაკიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მისი ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. პრიორიტეტად რჩება განათლების, კულტურულ-სპორტული ღონისძიებებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა, ახალი პროექტების, ღონისძიებების, ინიციატივების აუცილებლობასა და თითოეული რგოლის სამუშაო პროცესში აქტიურ ჩართულობაზე.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კულტურის ცენტრის, ბაგა-ბაღების გაერთიანების, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის, სპორტული ცენტრისა და რაგბის განვითარების სკოლის ხელმძღვანელები, რომლებმაც გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს და ისაუბრეს მიღწეულ წარმატებებსა და სამოქმედო გეგმებზე.