ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მერიის სიახლეები


მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში

27 იანვარი 2026

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის პროგრამების პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.

გასულ წელს, უწყების მიერ 25 მიზნობრივი პროგრამა განხორციელდა და სხვადასხვა სახის სერვისით 4 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. 2026 წელს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს არსებული პროგრამების გაგრძელებას, რისთვისაც ბიუჯეტით განსაზღვრულია 3 421 200 ლარი, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 118 400 ლარით გაზრდილია.

მუნიციპალური პროგრამები მორგებულია ადგილობრივების საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

შეხვედრაზე, ასევე, სამსახურს დაქვემდებარებული ორგანიზაციების, შშმ პირთა დღის ცენტრისა და სოციალური სერვისების ცენტრის გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.