ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მერიის სიახლეები


მერიის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის საქმიანობის ანგარიში

28 იანვარი 2026

მერიის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის საქმიანობის ანგარიში

მერიის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურმა გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის დაგეგმილი პრიორიტეტები წარადგინა.

შეხვედრას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გასულ წელს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა 200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. 2026 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის საწყისი ბიუჯეტი 10 820 000 ლარით განისაზღვრა.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაგრძელდება დაბისა და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საზაფხულო იალაღების ელექტრიფიკაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება, საპიკნიკე ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა.

პროექტების დაგეგმვა განხორციელდა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, რაც მიზნად ისახავს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე, სამსახურს დაქვემდებარებული ორგანიზაციის, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.