შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროგრამების და აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა, აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისთვის ხელსაყრელი და სრულფასოვანი გარემოს შესაქმნელად ცენტრალური და მუნიციპალური უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასევე, დაიგეგმა საერთო აქტივობები, რომელიც მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
სამუშაო შეხვედრას აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, ახალგარდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე, ანა ბუხრაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე ცვარიანი და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.