ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მერიის სიახლეები


აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დენის სალუქვაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ

05 თებერვალი 2026

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დენის სალუქვაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დენის სალუქვაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს 2026 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

მინისტრმა ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს დეტალურად გააცნო დაგეგმილი მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, წარმოების ზრდასა და ფერმერთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2026 წელს განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 2 500 პროექტი, ხოლო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში არანაკლებ 7 პროექტი.

შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ფრიდონ ფუტკარაძე, მინდია დიასამიძე, მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.