შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ისაუბრეს, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულ-ზედამხედველობით ღონისძიებებზე, გამოცხადებულ ტენდერებსა და მიზნობრივ პროგრამებზე.
ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილა გუნდურ მუშაობასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე, ასევე მოსახლეობის საჭიროების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე.
თათბირს ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე.