შუახევის მერი ომარ ტაკიძე სპორტულ ცენტრს ეწვია, დაათვალიერა სპორტული ინფრასტრუქტურა, შეხვდა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს.
მერმა სპორტსმენებს წარმატება უსურვა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნიკოლოზ ივანაძის წარმატებაზე, რომელმაც ქუთაისში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პირველი ადგილი მოიპოვა.
აღინიშნა, რომ გაიზარდა სპორტის მიმართულებით ბიუჯეტი და წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე ფულადი ჯილდოს დაფინანსება. გასულ წელს, რეგიონული, რესპუბლიკური და საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში გამოვლინდა 14 ჩემპიონი და 53 პრიზიორი.
ომარ ტაკიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სპორტსმენების მხარდაჭერასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ომარ ტაკიძესთან ერთად სპორტულ ცენტრში იმყოფებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე.