შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან მირიან აბაშიძესთან და გიორგი კეკელიძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიმდინარე პროგრამებისა და პრიორიტეტების გაცნობა წარმოადგენდა.
მიმდინარე წელს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 25 მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. გაზრდილია პროგრამების დაფინანსება, რაც ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ომარ ტაკიძის განცხადებით პროგრამების ეფექტურად განხორციელებისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების პროცესში, უმნიშვნელოვანესია სამედიცინო სფეროსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების ჩართულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას.