ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

23 თებერვალი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან მირიან აბაშიძესთან, გიორგი კეკელიძესთან და სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინეს ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განიხილეს, მიმდინარე წელს დაგეგმილი და ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და პროექტები. ასევე, ისაუბრეს მოსახლეობისათვის აქტუალურ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ომარ ტაკიძემ, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.