შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის პრეზენტაციას, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მერმა ისაუბრა ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ღონისძიებებზე, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა და 2026 წლისთვის დაგეგმილ პრიორიტეტებზე.
ომარ ტაკიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები მიმართულია მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე. თითოეული ინიციატივა ემსახურება მუნიციპალიტეტის გრძელვადიან განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას.
საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2025 წლის მუშაობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.