შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებულ ვითარებაზე. დეტალურად განიხილეს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პრიორიტეტები.
ომარ ტაკიძემ თანამშრომლებს კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები მისცა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობაზე, მოსახლეობის მხრიდან გამოკვეთილი საჭიროებების დროულად მოგვარებასა და უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.