შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
მაღალმთიან აჭარაში ვიზიტის მიზანი იყო სამინისტროს 2026 წლის პროგრამების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სოფლის ექიმების ინფორმირება, რათა მოსახლეობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებზე ინფორმაცია დროულად მიეწოდოს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებსა და მოქმედ სკრინინგ პროგრამებზე ისაუბრა ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა. აღნიშნული პროგრამებით წლის განმავლობაში დაახლოებით 25 000 ბენეფიციარი ისარგებლებს. ასევე გაგრძელდება აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა, რომელიც აპრილიდან დაიწყება.
შეხვედრებს ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, სამედიცინო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლბი.