ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალი სათამაშოები გადაეცემა

25 მარტი 2026

შუახევის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალი სათამაშოები გადაეცემა

შუახევის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალი სათამაშოები გადაეცემა.

შუახევის მერი ომარ ტაკიძე დაბა შუახევის საბავშვო ბაღს ეწვია, სადაც აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცა და დაწესებულების მუშაობას გაეცნო.

სათამაშოების შესყიდვა განხორციელდა მოქმედი სააღმზრდელო მეთოდოლოგიისა და აღსაზრდელთა ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით. ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ტიპის სათამაშო ეტაპობრივად გადაეცემა მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღსა და 8 ალტერნატიულ ჯგუფს.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ომარ ტაკიძესთან ერთად, დაბა შუახევის ბაღში იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მოადგილე გიორგი კეკელიძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი მადონა არძენაძე.