შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს - „ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური ჩართულობა"
- თუ გაქვს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს:
✔️ ადგილობრივი წარმოების განვითარებას;
✔️ ტურიზმის გაძლიერებას;
✔️ საოჯახო მეურნეობის გაფართოებას.
ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ვის შეუძლია მონაწილეობა?
- შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს - ქალს, ან 18-35 წლამდე ახალგაზრდას, ასევე ქალთა, ან ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს; პროექტში გამარჯვების შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ინდივიდუალურ მეწარმედ, ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება. საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს რეგისტრირებული შუახევის მუნიციპალიტეტში.
- ინდივიდუალურ მეწარმეს;
- მეწარმე იურიდიულ პირს.
დაფინანსება:
• ერთი პროექტი დაფინანსდება არაუმეტეს 16 500 ლარით.
• პროექტის მინიმალური ბიუჯეტი: 5 000 ლარი.
• პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 16 500 ლარი.
თანამონაწილეობა:
პროგრამა დაფინანსდება გამარჯვებული პირის/ჯგუფის თანამონაწილეობით:
• თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 30%-ს;
• პრიორიტეტული კონკურსანტისთვის - 20%-ს;
• თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა.
დაფინანსების მიმართულებები:
• სოციალურ-საგანმანათლებლო;
• სოფლის მეურნეობა;
• ტურიზმი.
დაინტერესებულ პირს აქვს მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება.
განაცხადის ფორმა და დეტალური ინფორმაცია:
▪️ ბიზნეს გეგმის განაცხადის შევსების ფორმა იხილეთ ბმულზე:
▪️ პროგრამის განხორციელების შესახებ დეტალური ინფორმაცია (პრეზენტაციის სახით) იხილეთ შემდეგ ბმულზე:
განაცხადის წარდგენის წესი:
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მატერიალური ფორმით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში, შემდეგ მისამართზე: შუახევის მუნიციპალიტეტი, თამარ მეფის ქუჩა №22 (ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული).
განაცხადები მიიღება: 27 მარტიდან 14 მაისის ჩათვლით (16:00-საათამდე)
მისამართი: შუახევის მერია, თამარ მეფის ქ. №22
საინფორმაციო შეხვედრა:
6 აპრილი - 12:00 საათი
კონსულტაცია:
ტელეფონი: 591 98 20 19
არ გაუშვა შანსი - აქციე შენი იდეა რეალობად!
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, ტურისტული პოტენციალის განვითარებას, საოჯახო მეურნეობების გაფართოებასა და პოპულარიზაციას.