ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მერვე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

29 მარტი 2026

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მერვე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობით გაიმართა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მერვე ეროვნული კონფერენცია.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდა 2025 წლის საუკეთესო მუნიციპალური პრაქტიკები, სადაც შერჩეული 14 პროექტი ინოვაციურ და ეფექტიან მიდგომებს წარმოადგენდა. ასევე ხელი მოეწერა ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიას და გაიმართა ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის ცერემონია.

კონფერენცია სასტუმრო „პარაგრაფში" ჩატარდა, რომელსაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.