შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა. შეხვედრაზე გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს უკავშირდებოდა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევების მიზნობრივ და თანმიმდევრულ გადაწყვეტას.
მოქალაქეთა მიღებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და მერის თანაშემწე თენგიზ დავითაძე.
