შუახევში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში დაირგო დეკორატიული ნაძვის ნერგები.
ღონისძიებაში შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.
2026 წლის დედამიწის დღის გზავნილია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა", რაც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საზოგადოების ერთიან ძალისხმევას გარემოს დაცვის მიმართულებით.
მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი გარემოს დაცვასა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას.
გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, შუახევის სატყეოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლები.
