შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძესთან ერთად, შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს, ,,მარეთობას" დაესწრო.
მთავრობის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და სახალხო დღესასწაული მიულოცეს.
სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „საპატიო მარეთელების" და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, აგრეთვე, კულტურული და სპორტული აქტივობები, მათ შორის, ადგილობრივი კულტურის და მარეთის ხეობის ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენა.
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სახალხო დღესასწაული მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას.
,,მარეთობა", შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და რეგისტრირებული კავშირი ,,მარეთის" მხარდაჭერით გაიმართა.

