9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
მეორე მსოფლიო ომში შუახევის მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.
