ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

11 მაისი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის მოისმინეს ინფორმაციები სოფლებში არსებულ ვითარებაზე.

იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ღონისძიებებზე. ყურადღება გამახვილდა პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე, ასევე მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციასა და მათი საჭიროებების ოპერატიულად მოგვარებაზე.

ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილა სამსახურების კოორდინირებულ მუშაობასა და თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული გამოწვევების მუდმივ მონიტორინგზე.

თათბირის ფარგლებში განისაზღვრა სამომავლო სამუშაო მიმართულებები და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი დავალებები მიეცათ.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.