საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა შუახევის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
მინისტრმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან ერთად, სკოლის პედაგოგებთან და შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათთან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდა მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგი თეიმურაზ დავითაძე.
პედაგოგებსა და მშობლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
პედაგოგებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.
