აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ ოჯახთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
საზეიმო მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც მემორიალთან სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ოჯახური ღირებულებების, ეროვნული ტრადიციებისა და იდენტობის განმტკიცების საქმეში.
