შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, ფრენბურთში მუნიციპალური პირველობა გაიმართა.
ტურნირი გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა, რომელშიც საჯარო სკოლების 15-მდე გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
შეჯიბრის მიზანია მუნიციპალიტეტში სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდებში სპორტული აქტივობების ხელშეწყობა.
