შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ სოფელ ფურტიოში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა სოფელ ფურტიოს სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა და გარე ფასადებს, მოეწყო დარბაზი სადაც შესაძლებელია მოსახლეობასთან შეხვედრებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ასევე შეძენილი იქნა საოფისე ავეჯი. განთავსდა ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი და რწმუნებულის სამუშაო ოთახი.
დასრულდა რომან მიქელაძისა და ლევან მახარაძის საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების პრევენციისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და სხვა ხელმძღვანელ პირებმა.
