ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს შუახევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა

22 მაისი 2026

წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს შუახევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო წირვას შუახევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში დაესწრო.

დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ნიკოლოზობის პარალელურად, წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღესაც აღნიშნავს.

საზეიმო ღვთისმსახურება სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა აღავლინა.

ასევე სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.