ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა

25 მაისი 2026

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილა, მათ შორის მოისმინა ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

თათბირზე მთავარი აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზე. ასევე ისაუბრეს მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

განიხილეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებიც.

შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.