ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში, თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში, პროექტის „კულტურა მთაში" ფარგლებში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე" გაიმართა.
ღონისძიებაში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, მათ შორის შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ჭვანა".
კონცერტის პარალელურად მოეწყო ეროვნული სამოსისა და ადგილობრივი ოსტატების მიერ შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა.
პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული კულტურის დაცვა-განვითარება და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა. ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება