შუახევში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
პატარების მხიარულ განწყობაზე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრი „დონალდო ლენდი" ზრუნავდა, რომელმაც მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა წარმოადგინა და ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
მოეწყო ანიმატორების შოუ, ზღაპრის გმირების წარმოდგენები, სახეზე ხატვის კუთხე და დეკორატიული სივრცეები ფოტო სესიისთვის.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დაურიგდათ ნაყინი და ხილის სლაში.