გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაჭახელას ეროვნულ პარკში საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, შუახევის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, დაათვალიერეს ვიზიტორთა ცენტრი და მონაწილეობა მიიღეს ეკო-ტურში.
აქტივობაში მონაწილეობდნენ შუხევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც, რომელთა ჩართულობას მხარდაჭერას უწევდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერია.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
