ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება

08 ივნისი 2026

საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება

შუახევში, საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება და 2025-2026 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების ღონისძიების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე ესწრებოდა, რომელმაც კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

კონკურსი, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში, მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის 583 მოსწავლე მონაწილეობდა.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელი და სასაჩუქრე ვაუჩერი, ხოლო სკოლებსა და მასწავლებლებს მადლობის ბარათები გადაეცათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.