შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - „ექსპო ახალგაზრდულ სერვისებზე" მონაწილეობდნენ.
ექსპოს მიზანია ახალგაზრდების ინფორმირებულობა, აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონში არსებულ იმ რესურსებზე, რომელიც მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განათლებას უწყობს ხელს.
ღონისძიება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორმა - ნინო დოლიძემ გახსნა, მონაწილეებს მიესალმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.