შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, შუახევის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში ჩატარდა.
ფინალურ შეხვედრაში I ადგილი - ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო II და III ადგილები წყაროთისა და შუახევის საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერის პირველმა მოადგილემ მირიან აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ იაგო დავითაძემ და სპორტული სკოლის დირექტორმა რამინ ჯოიძემ გადასცეს.
შეჯიბრი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.