ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VIII მუნიციპალური კონფერენცია -,,სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები"

13 ივნისი 2026

მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VIII მუნიციპალური კონფერენცია -,,სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები"

შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VIII მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით -,,სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები" გაიმართა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.

კონფერენციაში მონაწილეობდა 52 პედაგოგი, რომლებმაც სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში საკუთარი მოხსენებები წარადგინეს. მონაწილე მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის, პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ჩატარდა რესურსცენტრის ორგანიზებით, შუახევის მერიისა და პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის დაფინანსებით.

მხარდამჭერები იყვნენ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი.