შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ომარ ტაკიძემ საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და საბჭოს წევრების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების ხელშეწყობა.
