შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირზე განიხილეს ორგანიზაციების მიმდინარე საქმიანობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. ასევე, იმსჯელეს პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებისა და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად შესრულების საკითხებზე.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ორმა საბავშვო ბაღმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. საუბარი შეეხო რაგბის მიმართულებით ახალგაზრდების მიერ მიღწეულ წარმატებებს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებსა და ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობის საკითხებს.
განიხილეს სამომავლო პრიორიტეტები, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სერვისების განვითარებისა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები.
მერმა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა და ხაზი გაუსვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში.
შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.
