შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე მერიის ინფრასტრუქტურის, შესყიდვების, ზედამხედველობის, ტექნიკური საბჭოსა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობა, შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული საკითხები და პროექტების მონიტორინგის შედეგები. ასევე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მერმა შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების ვადების დაცვასა და ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე, რათა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განსაზღვრულ ვადებში და მაღალი სტანდარტით განხორციელდეს.
შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.