ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


კონკურსი - „ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობის პროგრამა"

01 ივლისი 2026

კონკურსი - „ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობის პროგრამა"

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს - „ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობის პროგრამა"

 

თუ გაქვს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს:
✔️ ადგილობრივი წარმოების განვითარებას;
✔️ ტურიზმის გაძლიერებას;
✔️ საოჯახო მეურნეობის გაფართოებას.


ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

ვის შეუძლია მონაწილეობა?

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს - ქალს, ან 18-35 წლამდე ახალგაზრდას, ასევე ქალთა, ან ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს; პროექტში გამარჯვების შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ინდივიდუალურ მეწარმედ, ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება. საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს რეგისტრირებული შუახევის მუნიციპალიტეტში.
ინდივიდუალურ მეწარმეს;
მეწარმე იურიდიულ პირს.

დაფინანსება:
• ერთი პროექტი დაფინანსდება არაუმეტეს 16 500 ლარით.
• პროექტის მინიმალური ბიუჯეტი: 5 000 ლარი.
• პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 16 500 ლარი.


თანამონაწილეობა:
პროგრამა დაფინანსდება გამარჯვებული პირის/ჯგუფის თანამონაწილეობით:
• თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 30%-ს;
• პრიორიტეტული კონკურსანტისთვის - 20%-ს;
• თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა.

 

დაფინანსების მიმართულებები:
• სოციალურ-საგანმანათლებლო;
• სოფლის მეურნეობა;
• ტურიზმი.


დაინტერესებულ პირს აქვს მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება.


განაცხადის ფორმა და დეტალური ინფორმაცია:
▪️ ბიზნეს გეგმის განაცხადის შევსების ფორმა იხილეთ ბმულზე:
▪️ პროგრამის განხორციელების შესახებ დეტალური ინფორმაცია (პრეზენტაციის სახით) იხილეთ შემდეგ ბმულზე:


განაცხადის წარდგენის წესი:
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მატერიალური ფორმით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში, შემდეგ მისამართზე: შუახევის მუნიციპალიტეტი, თამარ მეფის ქუჩა №22 (ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული).


განაცხადები მიიღება: 2 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით (18:00 საათამდე)
მისამართი: შუახევის მერია, თამარ მეფის ქ. №22


საინფორმაციო შეხვედრა:
15 ივლისი - 12:00 საათი


კონსულტაცია:
ტელეფონი: 591 98 20 19


არ გაუშვა შანსი - აქციე შენი იდეა რეალობად!


პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, ტურისტული პოტენციალის განვითარებას, საოჯახო მეურნეობების გაფართოებასა და პოპულარიზაციას.