ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

24 ივნისი 2026

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მოქალაქეებისგან მოისმინა ინფორმაცია არსებული საჭიროებების შესახებ, ასევე ისაუბრა მიმდინარე პროექტების მნიშვნელობასა და მათი განხორციელების პროცესზე.

დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად ყველა სოფელს მოიცავს, მათ შორის, გზის პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგებას. დღვანში მოეწყო წყლის სათავეზე გამწმენდი ნაგებობა, მიმდინარეობს ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა, დაგეგმილია ქიძინიძეებისა და კვახიძეების სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, მემორიალების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა და სოფელ გოგინაურში სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია.

ომარ ტაკიძის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრები ხელს უწყობს არსებული საჭიროებების დროულ გამოვლენასა და მათზე რეაგირებას, ხოლო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება და ეტაპობრივად ხორციელდება.

დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ფრიდონ ფუტკარაძე, თენგიზ ივანაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.