ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


9 აპრილის ხეივანში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

29 ივნისი 2026

9 აპრილის ხეივანში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 9 აპრილის ხეივანში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

პროექტის მიმდინარეობას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სარებილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს თანამედროვე საპიკნიკე სივრცეს, საკოცონე ადგილებს, ფანჩატურებს, საქანელებიან და მოსასვენებელ ზონებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, ფერდსამაგრი კედლები, გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები და განთავსდა დეკორატიული სკამები.

პროექტის ფარგლებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურაც. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სპორტულ მოედანს, სადაც მოეწყო ახალი საფარი, გარე განათება და დამონტაჟდა ახალი სათამაშო ფარები.

განახლებული სივრცე შექმნის კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.