ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, ულფეთ ფუტკარაძეს 105 წლის იუბილე მიულოცა!

02 ივლისი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, ულფეთ ფუტკარაძეს 105 წლის იუბილე მიულოცა!

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, ულფეთ ფუტკარაძეს 105 წლის იუბილე მიულოცა. უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.

ულფეთ ფუტკარაძეს 60-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს - 4 შვილი, 16 შვილიშვილი, 32 შვილთაშვილი და 15 შვილთაშვილის შვილი.

ომარ ტაკიძესთან ერთად იუბილე მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ფრიდონ ფუტკარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, იაგო დავითაძემ.

დღეის მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 9 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი 112 წლის ნაქიფე დავითაძეა.