შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის დონეზე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების საკითხები.
სოციალური სერვისების ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მუნიციპალიტეტში მოქმედი ამბულატორიების ექიმებისა და თემის სამედიცინო პუნქტების მედდების საქმიანობის მონიტორინგი, მათი მუშაობის ხელშეწყობა, საავტომობილო ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ასევე სოციალური ხასიათის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება.
მიმდინარე წელს თემის სამედიცინო პუნქტებისა და ამბულატორიებისთვის მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შესაძენად 35 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული რესურსი სამედიცინო დაწესებულებებს კვარტალში ერთხელ გადაეცემათ და მოსახლეობაზე უფასოდ გაიცემა. პროგრამით დღეის მდგომარეობით უკვე 4 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 12 ამბულატორია და 39 თემის სამედიცინო პუნქტი უწევს.
შეხედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი პაატა ქათამაძე.